ირაკლი კობახიძე – დღეს პროტესტს გამოხატავს გულწრფელი ადამიანების ნაწილიც – მათთან ჩვენი შეთავაზებაა ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია, თუ გაირკვევა, რომ მართლები არიან, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას წინ არაფერი უდგას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გულწრფელ მოქალაქეებს“, რომლებიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ფორმატში დისკუსიას სთავაზობს.

ირაკლი კობახიძე - დღეს პროტესტს გამოხატავს გულწრფელი ადამიანების ნაწილიც - მათთან ჩვენი შეთავაზებაა ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია, თუ გაირკვევა, რომ მართლები არიან, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას წინ არაფერი უდგას

როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საჭიროა „ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“.

„ჩვენთვის თითოეული მოქალაქე არის ძვირფასი. განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით ნებისმიერი ადამიანის აზრს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც გულწრფელებიც არიან, მე არ ვსაუბრობ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანებიც და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თუ გაირკვევა, რომ მართლები არიან, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, პირველ რიგში, ამისთვის არის საჭირო ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.