ტრაგედია თბილისში: რას ჰყვებიან მეგობრები შვილის მიერ მოკლულ ქალზე – “არ ვიცი, რა ძალამ გააკეთებინა ნიკას ეს… ნინო მასზე ყოველთვის თბილად საუბრობდა”

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე. ახალ­გაზ­რდამ დედა მოკ­ლა და შემ­დეგ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. მოკ­ლუ­ლი 49 წლის ნინო ხო­ჭო­ლა­ვაა, რო­მელ­საც ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

ტრაგედია თბილისში: რას ჰყვებიან მეგობრები შვილის მიერ მოკლულ ქალზე - "არ ვიცი, რა ძალამ გააკეთებინა ნიკას ეს... ნინო მასზე ყოველთვის თბილად საუბრობდა"

AMBEBI.GE სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­გო­ბარს ესა­უბ­რა:

“რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვე­სა­უბ­რე ბო­ლოს, შევ­თან­ხმდით, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში მეს­ტუმ­რე­ბო­და, რად­გან მე ქა­ლაქ­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს არა­ფე­რი უთ­ქვამს ნი­კას შე­სა­ხებ. სხვა დე­ტა­ლებ­ში ჩას­ვლა არ მინ­და. თა­ვად ნი­ნო­ზე კი გე­ტყვით ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, რომ ნინო იყო იდე­ა­ლუ­რი დედა, შვი­ლე­ბის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლი. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და შვი­ლებ­თან. სა­ოც­რად შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ღა­მე­ებს ათე­ნებ­და რომ არა­ფე­რი მოჰ­კლე­ბო­დათ შვი­ლებს.

ნი­კა­ზე ძა­ლი­ან თბი­ლად სა­უბ­რობ­და ყო­ველ­თვის. ხში­რად უმ­ზა­დებ­და საყ­ვა­რელ კერ­ძებს. არ ვიცი რა ძა­ლამ გა­ა­კე­თე­ბი­ნა ნი­კას ეს. მა­პა­ტი­ეთ მი­ჭირს წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო და ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბა ყვე­ლას. თბი­ლი, ერ­თგუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მა­გა­ლი­თი, ასე­თი იყო ჩვე­ნი ნინო. აქვე მინ­და მივ­მარ­თო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­უ­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ დე­დას გა­და­აბ­რა­ლონ შვი­ლის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი: ხალხნო გა­უფრ­თხილ­დი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გრძნო­ბებს და ნუ აპე­ლი­რებთ ისეთ რა­მე­ზე რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­ფე­რე­ბა”.

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“ნინ, ჩვენ არა­სო­დეს დაგ­ვჭირ­ვე­ბია ერ­თმა­ნე­თის­თვის იმის მტკი­ცე­ბა თუ რო­გორ ვგმობ­დით ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას , რო­გორ გვიყ­ვარ­და და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, ჩვენს შვი­ლებს, ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს, მე­ზობ­ლებს, ახ­ლობ­ლებს… დღეს, რაც ჩვენს უსაყ­ვარ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, მეც შენ­თან ერ­თად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად ვი­ქე­ცი , რო­მელ­მაც შენი თავი, შე­ნი­ვე შვი­ლის ხე­ლით წა­მარ­თვა …

რო­გო­რი გა­დამ­კვდა­რი დედა იყა­ვი, რამ­დე­ნი იბ­რძო­ლე ნი­კას სწო­რად აღ­ზრდის­თვის და ლა­მა­ზი მო­მავ­ლის­თვის! ამ მძი­მე ბრძო­ლა­ში, ასე ტრა­გი­კუ­ლად და უსა­მარ­თლოდ და­მარ­ცხდით დედა-შვი­ლი და ყვე­ლა ჩვენ, თქვე­ნი კე­თი­ლის მსურ­ველ­ნი! შემ­ზა­რა­ვია შენი სის­ხლით გას­ვრი­ლი ხე­ლე­ბით ჩა­წე­რი­ლი ნი­კას ვი­დე­ორ­გო­ლის ყუ­რე­ბა , რო­მელ­საც ამ წუ­თის­თვის 20 000 მდე მო­წო­ნე­ბა აქვს და 100 000 მდე გა­და­ზი­ა­რე­ბა ამ ციფ­რე­ბის გა­აზ­რე­ბა თქვენ­თვის მო­მინ­დვია…

მშვი­დო­ბით ჩემო გოგო და მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე! მა­პა­ტიე , რომ არ ვი­ყა­ვი შენ გვერ­დით , როცა ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გტკი­ო­და შენი ნი­კას ხე­ლე­ბით მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი.. ვინ იცის , ნიკა რომ თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კა­ში წა­მეყ­ვა­ნა ან ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეცხოვ­რა, დღეს ორი­ვე ცო­ცხლე­ბი ყო­ფი­ლი­ყა­ვით…გვიყ­ვარ­დეს და გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს”.