“60-70-კაციანი კონფერენციები, თუ ტრენინგები ვისაც ჰქონდათ დაგეგმილი, ასეთი ტიპის ჯავშნები ჩამეხსნა” – ოტელიე

მისი თქმით, ქვეყანაში ნებისმიერი არეულობა პირდაპირპროპორციულ შედეგს იძლევა, ამ მხრივ კი, ყველაზე რთულ მდგომარეობაში თბილისის სასტუმროებია.

“ნებისმიერი არეულობა რომ პირდაპირპროპორციულად იძლევა შედეგს, ეს ყველამ ვიცით. უბრალოდ, ჩემი კოლეგებიდან როგორც ვიცი, თბილისის სასტუმროები ახლა ყველაზე ცუდ დღეში არიან. ჩემთან ასეთი სიტუაციაა, ქუთაისში გამიუქმდა „მაისტურიზმით“, იგივე, ბიზნეს ტურიზმით დაკავებული ადგილობრივი ორგანიზაციების ჯავშნები, რომლის დონორიც იყო ევროკავშირი. 60-70-კაციანი კონფერენციები, თუ ტრენინგები ვისაც ჰქონდათ დაგეგმილი, ასეთი ტიპის ჯავშნები ჩამეხსნა. სხვა მხრივ, ზოგადად ქვეყანაში, ისედაც შედარებით პასიური სეზონია, გარდა სამთო-სათხილამურო რეზორტებისა.

ქუთაისში რომ გითხრათ, რაღაც მკვეთრი რყევებია-თქო, მოგატყუებთ. ჩვენ გვაქვს სასტუმროს დაზღვევა, რაც ნიშნავს უკან დაუბრუნებელ თანხას, ნომერს თუ დაჯავშნი, პირდაპირ იხდი თანხას, აქედან გამომდინარე, რასაც გვეკითხებიან, არის – რამდენად უსაფრთხოა რომ ჩამოვიდნენ, ან ჩვენ თუ შევძლებთ უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას გუდაურამდე.

ცოტა შენელებულია ჯავშნები, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ინტენსიური იყო ხოლმე, თუმცა, სულ არ განულებულა. როგორც წესი, ყველა ელოდება მოვლენების განვითარებას. იმიტომ, რომ ზამთრის ტურიზმი, არის ინდივიდუალური ტურიზმი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ერთი კვირით ადრე დაჯავშნოს და ჩამოვიდეს.

იმედი მაქვს, რომ ეს ამბები არ გაგრძელდება დიდ ხანს, დაახლოებით, 1-2 კვირის ვადაში უფრო მკვეთრად გამოჩნდება, რა მოხდება ზამთრის კურორტებზე“,- განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.