როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას – წარმოგიდგენიათ როგორ უჭირს პროპაგანდას? – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „პროპაგანდა „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობს“.
„როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას. ჯერ იყო „კანალ რასია“ და „ქოცები“ აზიარებდნენ ერთი ქერა ქალის ციტატას, რომელიც არც თანამდებობის პირია, ვირჯინიის სენატორის არჩევნები წააგო, ჰყავს 3 ათასი გამომწერი, “გუგლშიც” არც კი იძებნება. ანუ აიღეს ვიღაც ქერა ქალის ფოტო და აშშ ადმინისტრაციის პოზიციად ასაღებდნენ. წარმოგიდგენიათ, როგორ უჭირს პროპაგანდას? ახლა გამოაცხვეს აშშ ელჩის განცხადება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არ გაუკეთებია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.