აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ კენჭისყრაზე არ დააყენებს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კენჭისყრაზე არ დააყენებს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მაიკ ჯონსონი

„უკრაინაში მუდმივად ხდება ცვლილებები და როგორც ყველას გითხარით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ დონალდ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს შეცვლის რუსეთის ომის დინამიკას უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა სპიკერმა.

„ამიტომ, ჯო ბაიდენზე არ არის დამოკიდებული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ახლა ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და ვაპირებთ დაველოდოთ და მივიღოთ ახალი მთავარსარდლის მითითებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბაიდენმა კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინას დამატებით 24 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყოს.