„დროას“ ოფისში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, „კოალიცია ცვლილების“ კიდევ ერთი წევრი გელა ხასაია დააკავეს.
როგორც გელა ხასაიამ დაკავებისას აღნიშნა, მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ ის. „არ ვიცი, ჩემთვის ვიდექი“ . აღნიშნა ხასაიამ.
ხასაიამდე სამართალდამცველებმა პარტიის ოფისიდან გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. გვარამია „დროას“ ოფისში შესვლას და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებას ითხოვდა, რის საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. პოლიციასა და გვარამიას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სამართალდამცველმა ის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.