კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ძლიერი საქართველოს“ წევრის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება.
„ხაზარაძე ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებს! ძველი ვლადიმერ ლენინის მიერ შთაგონებული! საქართველოს კომკავშირის დავალებით, გენერალ რადიონოვთან ერთად 9 აპრილის ღამეს დაგვირგვინდა წარმატებით! ახალი როთის იდეოლოგიით აღგზნებული! გირჩ შარვალჩახდილთან ერთად ხორციელდება!“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.