ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს.
„ტერორის გამოყენება ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას იცავენ, საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს. ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყველა მორჩილი დამსჯელის წინააღმდეგ სანქციები სასწრაფოდ უნდა დააწესოს“, – წერს მარკო მიხელსონი.