ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობის მიღება, ან ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება – აღნიშნული მუხლის ფარგლებში შსს რამდენიმე პარტიის ოფისებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ოფისებთან იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად იყო დაპირისპირება და ხმაური. როგორც „ქრონიკის“ კორესპოდენტი იტყობინება, ნიკა გვარამიამ სამართალდამცველს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სავარაუდოდ ის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს, სავარაუდოდ „დროას“ ოფისში აღმოაჩინეს დიდი ოდენობით პიროტექნიკა, ასევე სხვადასხვა ნივთი, რასაც საპროტესტო აქციებზე იყენებენ.
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ფეისბუქ“-ჯგუფის – „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ოფისშიც.