“თბილისში, აქციაზე დაკავებული რუსი სომხეთში გააძევეს…” – რას წერს The Insider-ი

თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სომ­ხეთ­ში გა­ა­ძე­ვეს.

"თბილისში, აქციაზე დაკავებული რუსი სომხეთში გააძევეს..." - რას წერს The Insider-ი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი და მოღ­ვა­წე მა­მა­კა­ცი 29-30 ნო­ემ­ბრის ღა­მეს და­ა­კა­ვეს. ის აცხა­დებს, რომ პრო­ტეს­ტის დროს პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გვერ­დით იდგა “ცდი­ლობ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად შორს ყო­ფი­ლი­ყო მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან“.

  • მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მი­ხე­ი­ლი აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გაყ­ვა­ნა სცა­და, და­ე­მუქ­რა, შემ­დეგ კი მი­წა­ზე და­აგ­დო და მან­ქა­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვა. მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცია ყო­ველ ახალ და­კა­ვე­ბულს წიხ­ლებს ურტყამ­და. როცა გა­ი­გეს, რომ რუ­სუ­ლად სა­უბ­რობ­და, კი­დევ უფრო სას­ტი­კად და­ი­წყეს მას­თან მოქ­ცე­ვა.

1-2 დე­კემ­ბრის ღა­მეს მი­ხე­ი­ლი მიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე წა­იყ­ვა­ნეს. იმა­ვე დღეს მის სახ­ლში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი წა­არ­თვეს. ამის შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში და სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. მან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სცა­და, მაგ­რამ ქარ­თველ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა არ გა­უშ­ვეს.

თბი­ლი­სის სა­სა­მარ­თლომ 10-დან 13 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და რუ­სე­თის კი­დევ ორ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას მათ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა და მე­გობ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ქარ­თულ­მა პო­ლი­ცი­ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე სულ მცი­რე 11 უცხო­ე­ლი და­ა­კა­ვა – რვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ასე­ვე ბე­ლო­რუ­სის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

წყა­რო