ერმაკმა აშშ-ში ტრამპის მრჩევლებთან პირველი შეხვედრები გამართა – Reuters

უკრაინის დელეგაციამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით, რომელიც აშშ-ში იმყოფება, პირველი შეხვედრები გამართა დონალდ ტრამპის მრჩევლებთან.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი

როგორც Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის მისაღებად აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის დამყარება იყო.

„ჯგუფი ვაშინგტონში შეხვდა ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს და მის ელჩს უკრაინაში კიტ კელოგს“, – თქვა წყარომ, დეტალების დასახელების გარეშე.

მანამდე Reuters-ი წერდა, რომ ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი ითვალისწინებს ომის გაყინვას ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე და უკრაინის უარს ნატოში გაწევრიანებაზე.