შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.
მისი დაკავება სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან“ მოხდა. სავარაუდოდ, ელისაშვილი “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარეზე ალი ბაბაევზე თავდასხმისთვის არის დაკავებული.
“ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ პროვოკატორები. ე.წ. ტიტუშკები, თუმცა მათ პროვოკაციას არავინ წამოეგო. ალეკო ელისაშვილი სრულიად მშვიდად გამოვიდა, რა დროსაც მასთან სპეცრაზმის ჯგუფი მივიდა და ძალის გამოყენებით გაათრიეს“, – განაცხადა პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ გედევანიშვილმა.