ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციაზე: ისინი ცდილობენ დადგან ე.წ. ის სურათები, რომლებიც იდგმებოდა „მაიდანის“ დროს. საქართველოში ისინი ვერ მიაღწევენ საბოლოო საწადელს, ვინაიდან მათ მხარეს არ დგას ქართველი ხალხი

ისინი ცდილობენ დადგან ე.წ. ის სურათები, რომლებიც იდგმებოდა „მაიდანის“ დროს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ ოპოზიციის მიზნებზე საუბრისას.

ვახტანგ ჩოჩია

„ძალის გადაჭარბება მიუღებელია ყველა მხარის მიერ. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებენ ოპოზიციური პარტიები. ისინი ცდილობენ გაჰყვნენ იმ სახელმძღვანელოებს და გაიდლაინებს, რომლებიც აქვთ მიცემული საქართველოში არეულობის მოწყობით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის მიერ, და დადგან ე.წ. ის სურათები, რომლებიც იდგმებოდა „მაიდანის“ დროს. საქართველოში ისინი ვერ მიაღწევენ საბოლოო საწადელს, ვინაიდან მათ მხარეს არ დგას ქართველი ხალხი”, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.