ეს არის კლასიკურად რუსული, პუტინისტური ტაქტიკა, ადამიანების გატეხვის – მარგველაშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

ეს არის კლასიკურად რუსული, პუტინისტური ტაქტიკა, ადამიანების გატეხვის – ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილსი დაკავებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილი ამბობს, რომ “დამოკიდებულება, რასაც ოპოზიციას უკეთებენ, მივარნდები, ტიტუშკები, ოფისში შევარდნები, ეს არის კლასიკურად რუსული, პუტინისტური ტაქტიკა, ადამიანების გატეხვის.“

მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ოცნების“ ტაქტიკა იმდენად მცდარია, რომ ასე თუ გააგრძელებენ, თვითონვე ჩაიხრჩვებიან ამავე ტაქტიკაში.“

ეს არის მცდარი სტრატეგიული ხაზი, რომელიც ხაზად გასდევს ამ საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულებას ოპოზიციის და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს არის მცდელობა დაშინების, გატეხვის, დაჩაგვრის, ტაქტიკური ნაბიჯები იდგმება. ასე მიტინგებს არ ექცევიან. ალყაში მოქცევა, მერე დარბევა და მეთოდურად წამება, დამოკიდებულება, რასაც ოპოზიციას უკეთებენ, მივარნდები, ტიტუშკები, ოფისში შევარდნები, ეს არის კლასიკურად რუსული, პუტინისტური ტაქტიკა, ადამიანების გატეხვის.

ეს ტაქტიკა იმდენად მცდარია, რომ ასე თუ გააგრძელებენ , თვითონვე ჩაიხრჩვებიან ამავე ტაქტიკაში. რეალობა უკან აღარ დატრიალდება. მეტი სკოლა, საჯარო მოხელე, პოლიციელი და დიპლომატი გამოვა. ეს დაუბრუნებლობის წერტილი ნამდვილად გადასულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.