„კობახიძე უნდა გადადგეს, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო ხელახალი არჩევნები“ – სალომე ზურაბიშვილი ღრმა ილუზიებშია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს, 2 კვირაში კი ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. მისი თქმით, ახლა ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

„პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები. უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები.

ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული”, – თქვა მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.