„მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!” – რუსკა მაყაშვილმა “იმედი” დემარშით დატოვა

მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან “ინსტაგრამზე” დაწერა.

“ვტოვებ ტელეკომპანია “იმედს”. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე! თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა, საკმარისია ამდენი ტყუილი!” – წერს ის.