ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
გვარამია ორი დღის წინ შარაშიძის ქუჩაზე “დროას” ოფისთან დააკავეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. ის ოფისში შესვლას და პროცესზე დასწრებას ითხოვდა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.