რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შექმნილი ვითარება კურსკის ოლქში დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ვითარება [კურსკის ოლქში] დასასრულს უახლოვდება. დრო გვიჩვენებს, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ის. ეს დასასრული აუცილებლად დადგება, და იქ სიტუაციის ნორმალიზაცია მოხდება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები რუსეთთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეიჭრნენ და დღემდე მას იკავებენ. რუსეთი კურსკიდან უკრაინელების განდევნას ცდილობს.