„გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა – მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად“, – ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი, რონ პოლი, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მრჩევლად მოიაზრება, X-ზე წერს.
აღსანიშნავია, რომ რონ პოლის მოსაზრებას ეთანხმება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი, ილონ მასკიც, რომელიც წერს: „რონი არ ცდება“.
„მარტივი რამ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის! გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა – მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად. გარდა ამისა, ეს არის სიმდიდრის ამორალური გადაცემა და არაკონსტიტუციურია“, – წერს რონ პოლი X-ზე.