განაცხადა რადიკალებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, რითაც ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსებას გამოეხმაურა.
„[ხოშტარია] ფინანსდება და არა მხოლოდ ფინანსდება, ინსტრუქციასაც იღებს და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე. ყველამ კარგად ვიცით როგორ ხდება რევოლუციები და როგორ სარგებლობენ ამით ესა თუ ის სუბიექტები – მსოფლიო არენაზე მოწინავე რიგებში მყოფი ძალები. რასაკვირველია, რუსეთიც მათ შორის არის. [რუსეთს] თავისი რესურსი აუცილებლად მობილიზებული ექნება იმ დესტრუქციულ პროცესებში, რომელშიც სერიოზულ მონაწილეობას იღებს ელენე ხოშტარია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა.