ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის, – განაცხადა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
კვარაცხელიამ მოსამართლეს სთხოვა გაითვალისწინოს ადვოკატების შუამდგომლობა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებისა და ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაოს შესახებ.
ამ წუთებში ანზორ კვარაცხელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.