Reuters – პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა

პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, იუნ სუკ იოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters - პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ბოდიში მოიხადა

„ძალიან ვწუხვარ და მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ალბათ შოკში ჩავარდნენ. არ გავექცევი იურიდიულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მეორე მცდელობა აღარ იქნება.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, რომლის საკითხზე კენჭისყრა სამხრეთ კორეის პარლამენტში დღეს გაიმართება.