უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, 8 დეკემბერს ავიაკატასტროფაში ბაშარ ასადის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთმა განზრახ გაავრცელა, რათა მისი უსაფრთხო ევაკუაცია მომხდარიყო. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი, რომელშიც ასადი იმყოფებოდა, რადარებიდან იმის გამო გაქრა, რომ ეკიპაჟმა რუსული მხარის ინსტრუქცია შეასრულა.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, სირიიდან არა მარტო ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნები, არამედ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები გაიქცნენ. რაც შეეხება რუსული ბაზების ევაკუაციას, ამისთვის მოსკოვმა სირიაში ბალტიის ზღვიდან დამატებითი ხომალდები გააგზავნა.