„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოთხოვნაა არა რიგგარეშე, არამედ მხოლოდ ახალი არჩევნები, რომელიც „მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით“ უნდა ჩატარდეს.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში რამდენიმე პუნქტს ასახელებს:
„მხოლოდ ახალი (არავითარი რიგგარეშე) არჩევნები! მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!
მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ „პრეზიდენტს“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!“,- წერს გვარამია.