უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ძალიან შორიდან, უსაფრთხოდ მყოფი და კომფორტიდან მოუწოდებს, რომ დროა უკრაინელებმა შეამცირონ გაწვევის ასაკი. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მეტი ახალგაზრდა უკრაინელი უნდა დაიღუპოს. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ ამის თავხედურად წარმოჩენა მსოფლიოს წინაშე, აჩვენებს, რომ დრო იყო, ამერიკაში მომხდარიყო ცვლილება“, – ციტირებს ზოლტანი ორბანის სიტყვებს.