სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაეცა. ეს მოვლენა მოსკოვის სტრატეგიული პოლიტიკური მარცხია.
როგორც ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა დაკარგოს სამხედრო ბაზები სირიაში.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სირიაში რუსული ბაზების დაკარგვა, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსეთის ლოგისტიკას, ასევე, მის მომარაგების ძალისხმევას და აფრიკის კორპუსის როტაციას.
დასკვნების გაკეთებამდე ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ რუსეთი ჩაერია სირიის საკითხში 2015 წელს ასადის რეჟიმის დასაცავად მას შემდეგ, რაც 2011 წელს დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, როგორც დიდი არაბული გაზაფხულის მოძრაობის ნაწილი. ამან გამოიწვია სამოქალაქო ომის პროვოცირება სირიაში.
მედიის ცნობით, პუტინი, ასევე, უფრო ფართოდ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში კრემლთან დაკავშირებული ავტორიტარული მმართველების ჩამოშორების მიზნით. ის ხედავს, რომ ეს ნაბიჯები აფერხებს მის მცდელობებს შექმნას თავისი წარმოსახვითი მრავალპოლარული სამყარო, რომელშიც რუსეთი და მისი მთავარი ავტორიტეტული მოკავშირეები და პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
სირიაზე საუბრისას, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის უუნარობა ან გადაწყვეტილება არ გააძლიეროს ასადის რეჟიმი სირიის ოპოზიციის სწრაფი წინსვლის ფონზე მთელ ქვეყანაში, ასევე ძირს უთხრის რუსეთის სანდოობას, როგორც საიმედო და ეფექტურ პარტნიორს მთელ მსოფლიოში. შედეგად, ეს უარყოფითად აისახება პუტინის უნარზე, მოიპოვოს მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში მრავალპოლარული სამყაროსთვის, რომლის შექმნაც სურს.
„სირიაში ასადის რეჟიმის სწრაფი დაშლა მოსკოვის სტრატეგიული პოლიტიკური დამარცხებაა და კრემლი კრიზისში ჩააგდო, რადგან ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი სტრატეგიული სამხედრო ბაზა სირიაში“, – ნათქვამია მოხსენებაში.