აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიმეორა თავისი პოზიცია NATO-სთან დაკავშირებით და თქვა, რომ ალიანსის საქმიანობაში შტატების მონაწილეობის გაგრძელება დამოკიდებულია მოკავშირეების ფინანსურ შენატანებსა და სამართლიან მოპყრობაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაიყვანს თუ არა ის აშშ-ს NATO-დან, ტრამპმა უპასუხა:
„თუ გადასახადებს გადაიხდიან და თუ ამერიკას სამართლიანად მოექცევიან, როგორც ვფიქრობ, პასუხია რომ ნამდვილად დავრჩებით“.
ინტერვიუს ამ ნაწილის ტექსტურ ვერსიას Times of India ავრცელებს.