აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში მისი დაბრუნების შემდეგ, უკრაინა ალბათ არ უნდა ელოდოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმდენ სამხედრო დახმარებას მიიღებს, როგორც ადრე. ამის შესახებ მან Meet the Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
დასავლური მედიის ცნობით, ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ აქტიურად შეეცდება ომისთვის წერტილის დასმას, „თუ ეს გამოუვა“.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ის არ აიღებს ვალდებულებას, აშშ-ის როლი შეინარჩუნოს NATO-ში – ევროპულ სამხედრო ალიანსში, „რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საყრდენი იყო“.
მისი თქმით, „თუ ისინი გადასახდელებს გადაიხდიან“, ამერიკის როლს ალიანსში მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს.