WP: ზელენსკი წლის ბოლომდე გაწვევის ასაკის 18 წლამდე დაწევს და ომში კიდევ 200 ათასი კაცს გაიწვევს

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ომში გაწვევის ასაკის 18 წლამდე დაწევას აპირებს, რაც მას წლის ბოლომდე ჯარში 200 ათასი კაცის წაყვანის საშუალებას მისცემს. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მტკიცებით, ზელენსკი აშშ-ის მხრიდან დიდ წნეხს განიცდის, რადგან ამერიკული მხარე მას სამობილიზაციო ასაკის დაწევას აიძულებს.

გარდა ამისა, როგორც The Washington Post-ი წერს, უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ისინი მებრძოლების დეფიციტს განიცდიან. სამხედროები ფიქრობენ, რომ ახალი ჯარისკაცების გაწვევის პროცესის დაგვიანება მიუთითებს იმაზე, რომ კიევი არაფერს აკეთებს, რათა ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების როტაცია მოახდინოს. მანამდე უკრაინელი ჯარისკაცები საუბრობდნენ გამოფიტულობაზე, რაც რუსული ჯარის გაძლიერებული შეტევის შედეგია.

უკრაინელი კანონმდებლები დასავლელ პარტნიორებს კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობენ და სამობილიზაციო ასაკის დაწევას არა 18-მდე, არამედ 20 წლამდე განიხილავენ, – წერს ამერიკული გამოცემა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ხელისუფლებამ სამობილიზაციო ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე დაწია.