მასობრივი ავტოავარია თურქეთში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთში, ვან-ერჯინის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მასობრივი ავტოავარია თურქეთში

თურქული მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

ერთმანეთს 30 ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა 2 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნისლი და გზის საფარის მოყინვა გახდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.