პრიორიტეტი უნდა იყოს რაკეტების მიწოდება და არა უკრაინაში გაწვევის ასაკის შემცირება – ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მობილიზაციის ასაკის შემცირების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტი

მისი თქმით, ქვეყანას ახლა სჭირდება ფოკუსირება სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე და არსებული ბრიგადების მომზადებაზე.

„ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ. პრიორიტეტი უნდა იყოს რაკეტების მიწოდება და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება და არა უკრაინაში გაწვევის ასაკის შემცირება. მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და არა იარაღის შენახვა საწყობებში“, – წერს ზელენსკი.