რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა სანტა კლაუსის „უცხოურ აგენტად“ გამოცხადება მოითხოვა. ამის შესახებ news.ru იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისის ინიციატივით ბოროდინმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას მიმართა. ბოროდინის თქმით, ბრენდი „სანტა კლაუსი“ არის პოპულარული რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნებში. უწყების ხელმძღვანელი აღშფოთებულია იმით, რომ ხშირად „ამერიკელით“ რუსი დედ მოროზის ჩანაცვლება ხდება. ბოროდინი აცხადებს, რომ სანტას სახელწოდებას უცხოური კომპანია Father Christmas Ltd იყენებს, რომელსაც სასაქონლო ნიშნები Santa Claus, Father Christmas და Cyber Santa ეკუთვნის.
კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სასაქონლო ნიშნის ფასი 1,6 ტრილიონი აშშ დოლარს უდრის და არსებობს დიდი ალბათობა, რომ უცხოური კომპანიები რუსეთში სანტას იერსახეს დააფინანსებენ. ამის მიზანი კი რუსეთის ტრადიციული ფასეულობების დანგრევაა.