სერგეი ნარიშკინი: რუსეთი ახლოს არის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევასთან

„რუსეთი ახლოს არის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევასთან, უკრაინის არმია დაშლის პირასაა და  ზელენსკის რეჟიმმა მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი

მისი თქმით, ფრონტზე ვითარება არ არის კიევის სასარგებლოდ, რუსეთმა მიიღო სტრატეგიული ინიციატივა ფრონტის ყველა მიმართულებით.

„სტრატეგიული ინიციატივა ყველა სფეროში რუს სამხედროებს ეკუთვნის, ჩვენ ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები კოლაფსის პირასაა და ზელენსკის რეჟიმმა მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია და მოლაპარაკების უნარი“, – დასძინა საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.