„მისტერ ჰერჩინსკი, თამამად იყავით, აი ეს სახელმწიფო, ჩვენი საქართველო, უძველესი ევროპული სახელმწიფოა თავისი ტრადიციებითა და კულტურით, თავისი ხალხით“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ვეროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის საკითხს.
მისი თქმით, აბულინგებენ ყველას, ვინც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას აღიარებს.
„როგორც კი ნორმალიზება მიდის პროცესის ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, მაშინვე გამოჩნდებიან როთები, ეს ვაიპოლიტიკოსები, რომლებიც დაფინანსებულები არიან, სექტის მხრიდან არიან დაფინანსებულები. ე.ი, როგორ აბულინგებენ უკვე ევროკავშირის ელჩს.
ლუსტრაცია ხდება, რომ ამ უსამშობლოების მხრიდან როგორ ხდება ბულინგი, შეტევა, შანტაჟი იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას აღიარებს.
მისტერ ჰერჩინსკი, თამამად იყავით, აი ეს სახელმწიფო, ჩვენი საქართველო, უძველესი ევროპული სახელმწიფოა თავისი ტრადიციებითა და კულტურით, თავისი ხალხით“, – აღნიშნავს ზარქუა.