დადგინდა მეტროში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა – „ლაშა უცო­ლო იყო, მამამისი მუ­სი­კო­სია…“

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახდა, მეტ­რო­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია.

“სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, ლაშა 30 წლის იყო, უცო­ლო, რო­გორც ვიცი არ მუ­შა­ობ­და… მამა მუ­სი­კო­სია, სოსო ამი­რე­ზაშ­ვი­ლი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით” – განუცხადა “ამბებს” მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლმა.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, უც­ნობ­მა პირი, რო­მელ­მაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემ­დეგ იცი­ნო­და. მან ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა მეტ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.