დიმიტრი პესკოვი – ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება

ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი - ვიქტორ ორბანსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება

დიმიტრი პესკოვის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი უნგრული მხარის ინიციატივით გაიმართა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანს ვლადიმერ პუტინისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან შეტყობინება არ გადაუცია.

„როგორც იცით, მათ ენერგეტიკის, უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს“, – აღნიშნა პესკოვმა.