ელისეს სასახლე განცხადებას ავრცელებს – რა უთხრა მაკრონმა ივანაშვილს

“რესპუბლიკის პრეზიდენტი, თავისი ინიციატივით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.

პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა გათავისუფლდნენ ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და მოხდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დარწმუნებულობა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული.

მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც თავად კიდევ ერთხელ მიესალმა” – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ორიგინალის წყარო: ელისეს სასახლე