კირცხალია: მოვუწოდებ ყველა მშობელს, ყველა ახალგაზრდას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინონ და არ მოექცნენ დატრენინგებული ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ

„მოვუწოდებ ყველა მშობელს, ყველა ახალგაზრდას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინონ და არ მოექცნენ დატრენინგებული ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია სუსის  მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ირაკლი კირცხალია

მისი თქმით, ყველაფერს ეცდებიან, საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთონ.

„ყველამ კარგად ვნახეთ საპოლიციო გამოძიება და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ გამოეცალათ ეს ინსტრუმენტები ხელიდან. ვნახეთ შენობის დაწვის მცდელობა, დამწვარი პოლიციელები. ყველაფერს ეცდებიან, რომ დაიდგას ისეთი სურათი, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაშფოთონ და საზოგადოების გრძნობებზე იმოქმედონ.

მოვუწოდებ ყველა მშობელს, ყველა ახალგაზრდას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოიჩინონ და ნებსით თუ უნებლიედ არ მოექცნენ ამ დატრენინგებული ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ“, – განაცხადა კირცხალიამ.