კრემლი – პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი ჯერ არ იგეგმება

კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შორის საუბარი ჯერ არ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ მედიას პესკოვმა დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა

„არა, ის არ ემზადება, ჯერჯერობით არანაირი ინიციატივა არ ყოფილა ტრამპისგან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ველოდებით ინაუგურაციას და შემდეგ ვნახავთ“, – განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და თქვა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს.

ტრამპის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკოსის საქციელმა მასზე თავდასხმის დროს.