„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად გაარკვია თბილისში, აქციების დროს შექმნილი არაფორმალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ვინაობა – ეს პიროვნება იაგორ აბაკელიაა. არაფორმალური დაჯგუფების ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა ასევე „ქრონიკას“ მიაწოდა ჩანაწერი, სადაც აბაკელია საუბრობს მათ გეგმებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯგუფებად დაყოფა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
აბაკელია არაფორმალური დაჯგუფების წევრებთან საუბრობს მობილური ჯგუფების ოპერატიული კოორდინაციის საჭიროებაზე და დეტალურად უხსნის თანამოაზრეებს სამოქმედო გეგმას. ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ დაჯგუფება უახლოეს დღეებში გეგმავს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად გადაადგილებას და მათთვის „საეჭვო ადამიანების“ განეიტრალებას.