სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობა სცადა

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა კიმ იონ ჰენმა სეულის საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელმა შინ იონგ ჰემ საპარლამენტო მოსმენების დროს განაცხადა.

კორეის რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

შინ იონგ-ჰეს თქმით, ყოფილმა მინისტრმა თავის მოკვლა ფორმალური დაკავების ორდერის გაცემამდე სცადა.

თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ყოფილი მინისტრი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

კიმ იონ ჰენი კვირას, 8 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცა.