ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ავრცელებს.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც ირინა გაფრინდაშვილი წერს, ვაჟა გაფრინდაშვილმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე დაბარებას ელოდება.

„მამაჩემს, ვაჟასაც დაურეკეს გამოძიებიდან, რისთვის იბარებენ არ განუმარტავთ.

ვაჟამ უარი განაცხადა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე და ელოდება მაგისტრატ მოსამართლესთან სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებას.

რისთვის იბარებენ გამოძიებაზე, არ ვიცით, ამიტომ ეს პოსტი არის ინფორმაციული”, – წერს ირინა გაფრინდაშვილი.