ციფრულ მაღაზიაში Google Play 26 დეკემბრიდან მობილური აპლიკაციებს გადმოწერისა და გამოყენების საფასურის რუსული საბანკო ანგარიშით გადახდა შეუძლებელი გახდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„აღნიშნული თარიღის შემდეგ ჩვენი ფასიანი აპლიკაციების შეძენის, აპლიკაციებში რაიმე შენაძენის განხორციელების, ან ხელმოწერის გაგრძელების ყველა მცდელობა უარყოფილი იქნება. ეს წესი მოქმედებს კლიენტებზე, რომელთა საბანკო ანგარიში რუსეთშია გახსნილი“, – იუწყება პორტალი Habr, რომელმაც ერთ-ერთი კლიენტისთვის Google Play-ის მიერ მიწერილი შეტყობინება გაავრცელა.
გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, ეს Google-ის მიერ რუსი მომხმარებლებისთვის დაწესებული პირველი შეზღუდვა არ არის. 2022 წლის მაისში ამერიკულმა კორპორაციამ რუსეთის IT სპეციალისტებს მაღაზიაში ფასიანი აპლიკაციების ატვირთვა და განახლება აუკრძალა. ამის გამო რუსეთის სეგმენტში მონეტიზაცია ვეღარ ხდებოდა.