რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების საფრთხის გამო მოლდოვაში 16 დეკემბრიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის გამო მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მოლდოვის პარლამენტი

ამ გადაწყვეტილებას 101 დეპუტატიდან 56-მა მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობა 16 დეკემბრიდან, 60 დღით გამოცხადდება. რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, სავარაუდოდ, 2025 წლის 1 იანვარს შეწყდება.

კიშინიოვი რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. კიევმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. არსებულ შეთანხმება 2024 წლის 31 დეკემბერს იწურება.

ასევე უკრაინის გავლით ევროპაში ნავთობსადენით „დრუჟბა“ ნავთობის მიწოდება ხდება. კონტრაქტის მიხედვით, ამ გზით ნავთობის მიწოდება 2029 წლამდეა დაგეგილი.