რუსეთმა და ინდოეთმა ისტორიაში უმსხვილესი ნავთობის კონტრაქტი გააფორმეს

რუსეთის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“ და ინდოეთის ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ, Reliance-მა ორ ქვეყნის ისტორიაში უმსხვილეს ენერგეტიკულ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ნავთობის კონტარქტი

დღევანდელი ფასით, საუბარია წელიწადში 13 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობის მიწოდებაზე. დღე-ღამეში „როსნეფტი“ ინდოეთის ქარხანას 500 000 ბარელ ნავთობს მიაწვდის. კონტრაქტი 10 წლით არის გაფორმებული.

ინდოეთის მიერ იმპორტირებული ნავთობის მესამედი რუსეთზე მოდის. ის ამჟამად რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. მანამდე რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ევროკავშირი იყო, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის ნავთობის იმპორტზე სანქციები დააწესა.

კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, შესაძლებელია ფასების ცვლილება, რომლის დროს ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები იქნება გათვალისწინებული.