რიკარდ იოზვიაკი: უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს ბლოკავენ

უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს ბლოკავენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი

„დებატები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს საკითხზე დასრულებულია. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას შესთავაზებს, სავარაუდოდ, ამ კვირაში. საამისოდ კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს“, – დაწერა იოზვიაკმა.