აშშ-ის პოლიციის ცნობით, არასრულწლოვანი, რომელმაც უისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში, ქრისტიანულ სკოლა Abundant Life-ში სროლა ატეხა, იდენტიფიცირებულია როგორც 15 წლის ნატალი რუპნოუ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს მედისონის პოლიციის უფროს შონ ბარნსზე დაყრდნობით.
მის თქმით, სროლის შესახებ 911-ში მეორე კლასელი ბავშვის შეტყობინება შევიდა.
სკოლის ტერიტორიაზე სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაიჭრა.
ლიკვიდირებულია თავად ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციის ოფიცრის თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე.
როგორც CNN წერს, ეს, მხოლოდ 2024 წელს, 83-ე მსგავსი შემთხვევაა, რაც აჭარბებს მასობრივი სროლის 2023 წელს დაფიქსირებულ შემთხვევებს.