ვანუატუში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობა დაზიანდა, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა.
მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა.
„პორტ-ვილაში აშშ-ის საელჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და შემდგომ შეტყობინებამდე დაკეტილია“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო პაპუა-ახალ გვინეაში.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.