WHO: ყოველ წელს მსოფლიოში გრიპისგან 290 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანი იღუპება

გრიპი შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, მძიმედ ან სულაც იყოს სასიკვდილო. ყოველ წელს მსოფლიოში გრიპისგან 290 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანი იღუპება, – ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს გრიპის სეზონის განმავლობაში:

  • სეზონური გრიპის ვაქცინაცია;
  • დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის დახურულ ყუთში;
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები;
  • დარჩით სახლში, თუ თავს ცუდად გრძნობთ;
  • შეძლებისდაგვარად გაანიავეთ ოთხები;
  • არ შეეხოთ ხელებით თვალებს, ცხვირს და პირს;
  • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან;
  • თუ გაქვთ გრიპის მსუბუქი სიმპტომები და გჭირდებათ სახლიდან გასვლა, გაიკეთეთ პირბადე.