კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა ტრადიციული მედია კორუმპირებულობაში დაადანაშაულა.
„კორუმპირებული ტრადიციული მედია, რომელსაც აფინანსებენ „დიფ სთეითის“ „დემოკრატები“!“ – წერს ილონ მასკი.
ილონ მასკი გამოეხმაურა ცნობებს, რომლის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ Reuters-ს გადაუხადა 300 მილიონ დოლარზე მეტი სახელმწიფო კონტრაქტების სახით, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის 11 სხვადასხვა სამთავრობო უწყების სამიზნე ილონ მასკის ბიზნესები იყო.